Belive

გიორგი მამარდაშვილს ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა | ვალენსიას ფრე

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგა 1-ის მე-11 ტურის შეხვედრაში "ვალენსია" "ხეტაფეს" ესტუმრა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ვალენსიელები 36-ე წუთზე ენცო ბარენეჩეას გოლით დაწინაურდნენ, გიორგი მამარდაშვილს კი თამაშიდან ვერ გაუტანეს და მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე მაურო არამბარმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

Sofascore-ს მიხედვით გიორგი მამარდაშვილმა თავის გუნდში საუკეთესო შეფასება 7.4 დაიმსახურა და ზოგადადაც მატჩში აღნიშნულზე მეტი არავის ჰქონია. ქართველმა ფეხბურთელმა 4 სეივი მიითვალა, ბურთს 41-ჯერ შეეხო, გადაცემების სიზუსტე 34-დან 14 (41%),

Whoscored-მა გიორგი მამარდაშვილს 7.0 შეფასება დაუწერა.

"ვალენსიას" 11 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და ბოლო, მე-20 ადგილზეა (1 მოგება, 4 ფრე, 6 მარცხი). მომდევნო მატჩს გიორგი მამარდაშვილის გუნდი ესპანეთის თასის ეგიდით ჩაატარებს, სადაც 1/64-ფინალში "პარლას" დაუპირისპირდება. შეხვედრა 31 ოქტომბერს 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები