Belive

"გიორგი მამარდაშვილის შემცვლელი ვალენსიას მოძებნილი ჰყავს" - Football espana

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ვალენსიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გაყიდვის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Football espana აქვეყნებს.

23 წლის მეკარის მიმართ დიდია ინტერესი პრემიერ ლიგიდან, კონკრეტულად ბოლო კავშირი კი "ნიუკასლ იუნაიტედთან" იყო. წყაროს ცნობით შესაძლოა მამარდაშვილმა დატოვოს გუნდი, მაგრამ მისი შეცვლა ადვილი საქმე არ იქნება, მათი თქმით "ვალენსიას" სიტყვიერი შეთანხმება აქვს "რაიო ვალეკანოს" გოლკიპერ სტოლე დიმიტრევსკისთან, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. მაკედონიელ ფეხბურთელს საუდის არაბეთიდან ორი კარგი შემოთავაზება აქვს, მაგრამ მისთვის პრიორიტეტული მესტალიაზე გადასვლაა.

თუ დიმიტრიევსკისთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა "ვალენსია" არ გეგმავს მომავალი სეზონიდან ორი სასტარტო მეკარით ითამაშოს, ამიტომ მაკედონიელთან კონტრაქტს მხოლოდ გიორგი მამარდაშვილის გაყიდვის შემთხვევაში გააფორმებს. ამ ყველაფრის მოსაგვარებლად უახლოეს ორ თვეში მოვლენების სწრაფად განვითარებაა საჭირო, რადგან 30 წლის მეკარე სამუდამოდ არ დაელოდება "ვალენსიას" წინადადებას, თუ ის ივნისში კონტრაქტს ხელს არ მოაწერს ამ შემთხვევაში სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

გიორგი მამარდაშვილის ბოლო კავშირები "ნიუკასლ იუნაიტედთან" იყო, სატრანსფერო თანხა კი 25-35 მილიონი ევროს ფარგლებშია.

სხვა სტატიები