გიორგი მამარდაშვილის შეფასება სელტას წინააღმდეგ
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონის ბოლო 38-ე ტურის შეხვედრაში "ვალენსია" "სელტას" დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
გიორგი მამარდაშვილმა შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, "ვალენსიას" მაისურით ეს მისთვის საიუბილეო მე-100 მატჩი იყო. Sofascore-ს მიხედვით ქართველმა მეკარემ 6.7 შეფასება დაიმსახურა, მას 2 სეივი ჰქონდა, ბურთს 34-ჯერ შეეხო, 25 გაკეთებული გადაცემიდან 14 ზუსტი იყო (56%).
Whoscored-მა გიორგი მამარდაშვილი 6.3-ით შეაფასა.
"ვალენსიამ" 2023/24 წლების სეზონი მე-9 ადგილით დაასრულა, ღამურებმა 49 ქულა დააგროვეს (13 მოგება, 10 ფრე და 15 მარცხი).
#CeltaValencia 🔵🦇
— Valencia CF (@valenciacf_en) May 26, 2024
⚽ 2-2 | FULL-TIME pic.twitter.com/AzBcAa7nR5