გიორგი მამარდაშვილის შეფასება მალიორკას წინააღმდეგ
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" "მალიორკას" უმასპინძლა და შეხვედრა უგოლო ფრე 0:0 დასრულდა.
გიორგი მამარდაშვილმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ქართველმა მეკარემ ამ სეზონში უკვე 10-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა. Sofascore-მა გიორგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება 7.5 დაუწერა (ყველაზე მაღალი 7.8 იყო). გიორგის 3 სეივი ჰქონდა, ბურთს 36-ჯერ შეეხო, 25 გადაცემიდან 11 (44%) ზუსტად შეასრულა, 2 ორთაბრძოლიდან ორივე მოიგო.
Whoscored-მა ქართველი მეკარე 7.4-ით შეაფასა.
"ვალენსიას" 41 ქულა აქვს (11 მოგება, 8 ფრე, 10 წაგება) და ლა ლიგის ცხრილში მე-8 პოზიციაზეა. შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი გრანადას წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 4 აპრილს გაიმართება.