გიორგი მამარდაშვილის მოგერიება სექტემბრის თვის საუკეთესოდ დასახელდა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ვალენსიას" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, Acronis-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, სექტემბრის თვის საუკეთესო "სეივად" 21 წლის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მოგერიება დასახელდა, რომელიც მან 27 აგვისტოს, ლა ლიგის მესამე ტურში, "ალავესთან" (3:0) მოგებულ შეხვედრაში, შემოგვთავაზა.
გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავი მოგერიება "ალავესის" წინააღმდეგ: https://www.live.ge/fexburti/giorgi-mamardashvilis-brtsqhinvale-mogerieba-alavesthan-video/ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში საწყისი 6 ტურის შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა 7 გოლი გაუშვა და 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა.⌛🗳️ Se acabó la votación. El ganador de la ‘Parada @Acronis’ de septiembre es… GIORGI MAMARDASHVILI 🆚 Deportivo Alavés#ADNVCF | @pulsiatec — Valencia CF (@valenciacf) October 13, 2021