გიორგი მამარდაშვილის კარგი მატჩი | ვალენსიამ ალმერია დაამარცხა
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" "ალმერია" 2:1 დაამარცხა.
კარგი მატჩი ჰქონდა ქართველ მეკარეს, გიორგის შეხვედრაში 3 სეივი დაუგროვდა. Sofascore-მა ვალენსიელთა კარის დარაჯს 7.1 შეფასება დაუწერა, Whoscored-მა კი 6.7.
მატჩის მე-14 წუთზე "ვალენსიამ" უგო დუროს გოლის წყალობით ანგარიში გახსნა, რომან იარემჩუკმა 23-ე წუთზე ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა და პირველი ტაიმი "ღამურებმა" მოიგეს. მეორე ტაიმის 50-ე წუთზე "ალმერიას" ნახევარმცველმა სერხიო არიბასმა სხვაობა შეამცირა, ეს გოლი კი დღევანდელ დაპირისპირებაში საბოლოო აღმოჩნდა.
"ვალენსია" ამ გამარჯვებით 35 ქულას აგროვებს (10 მოგება, 5 ფრე, 8 წაგება) და ევროთასების ზონასთან 1 ნაბიჯშია.
2-1 | 😀 IT'S A WIN!!!!!!!! 💪🏽#ValenciaAlmería #VCFDNA pic.twitter.com/jpYpmq5wIW
— Valencia CF (@valenciacf_en) February 3, 2024