Belive

გიორგი მამარდაშვილი WhoScored-ის ვერსიით ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

WhoScored-მა იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.

გუნდში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ვებგვერდისგან 7.75-ქულიანი შეფასება მიიღო.

ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მთავარი ამბავი მერვედფინალში საქართველოს ნაკრების გასვლა იყო. ქართველების წარმატებაში გადამწყვეტი როლი გიორგი მამარდაშვილმა შეასრულა, რომელმაც ჩეხეთთან მატჩში ამ ტურნირზე ჯერჯერობით უმაღლესი, 9.25-ქულიანი შეფასება დაიმსახურა!''

გუნდში ყველაზე მეტი - 3 ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებიდანაა:

  • მეკარე - გიორგი მამარდაშვილი

  • მცველები - კიმიხი, პეპე, კუკურელია, ბიოლი

  • ნახევარმცველები - დე ბრუინე, კროოსი, ფაბიან რუისი

  • თავდამსხმელები - მუსიალა, მბაპე, გაკპო

სხვა სტატიები