114-წლიანი ისტორიის დასასრული | ბრეშამ არსებობა შეწყვიტა
იტალიურ ფეხბურთს კიდევ ერთი ისტორიული კლუბი გამოეთიშა. დაგროვილი ვალების გამო ბრეშას მიმართ კლუბის გაუქმების პროცედურა ოფიციალურად დაიწყო, რის შედეგადაც კლუბმა არსებობა შეწყვიტა.
ლომბარდიული ქალაქის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კლუბის დავალიანებამ დაახლოებით 20 მილიონ ევროს მიაღწია - ამით ბრეშას 114-წლიანი ისტორია დასრულდა.
🚨 𝗢𝗙𝗙𝗜𝗖𝗜𝗔𝗟: Brescia Calcio will cease to exist after being declared BANKRUPT!
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) July 30, 2026
The historic Italian club is shutting down after 115 years following judicial liquidation. Brescia had accumulated debts of more than €20m.
A heartbreaking end for one of Italian football’s… pic.twitter.com/pC8ZQyrivE
ეს იტალიური ფეხბურთისთვის უდიდესი დანაკარგია. წლების განმავლობაში ბრეშას მაისურით ისეთ ლეგენდარულ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორებიც არიან რობერტო ბაჯო, ანდრეა პირლო, გეორგე ჰაჯი, პეპ გვარდიოლა, მარეკ ჰამშიკი, ლუკა ტონი და სანდრო ტონალი.
ნიჭიერი ფეხბურთელების აღზრდითა და გამორჩეული ხელწერით ცნობილი კლუბის ფინანსურმა კოლაფსმა იტალიური კლუბის არსებობა დაასრულა, თუმცა ბრეშას მემკვიდრეობა სერია A-ს ისტორიაში მუდამ დარჩება.
ბრეშას სერია B-ს გათამაშება 4-ჯერ აქვს მოგებული, იტალიის თასი კი ისტორიაში ერთადერთხელ მოიგეს.