საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მსოფლიოს 2022 ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყისი შეხვედრებისთვის ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
ფრანგი სპეციალისტის მიერ პირველად შედგენილ განაცხადში რამდენიმე ახალწვეულია, მათ შორის თბილისის "ლოკომოტივის" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ამ სიახლის შემდეგ პირველი კომენტარი Live.ge-სთან გააკეთა.
"ნაკრებში გამოძახება არის დიდი მოტივაცია. ახალს არაფერს ვიტყვი ალბათ, რადგან ყველამ კარგად იცის, რას ნიშნავს ფეხბურთელისთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში. ძალიან გახარებული ვარ. რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდისთვის სასარგებლო ვიყო", - თქვა 20 წლის გოლკიპერმა.
საქართველოს ნაკრები 2021 წელს 25მარტს, სტოქჰოლმში, შვედეთთან გასამართი პირველი ტურის მატჩით დაიწყებს.
ფოტო: თბილისის ლოკომოტივი.