გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მე-7 ადგილზეა
Transfermarkt-მა ლა ლიგის ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ვალენსიას'' მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ღირებულება 2023 წლის დეკემბრის შემდეგ 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 35 მილიონი ევრო გახდა.
შედეგად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის მამარდამ მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
გარდა ამისა, ქართველი მეკარე ,,ვალენსიას'' ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ამ მხრივ მან ხოსე გაიას გადაუსწრო.
Top 10 - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები:
დიოგუ კოშტა - პორტუ, 45 მილიონი ევრო
ჯანლუიჯი დონარუმა - პსჟ, 40 მილიონი ევრო
გრეგორ კობელი - დორტმუნდი, 40 მილიონი ევრო
ედერსონი - მანჩესტერ სიტი, 40 მილიონი ევრო
ანდრე ონანა - მანჩესტერ იუნაიტედი, 40 მილიონი ევრო
მაიკ მენიო - მილანი, 40 მილიონი ევრო
გიორგი მამარდაშვილი - ვალენსია, 35 მილიონი ევრო
გულიელმო ვიკარიო - ტოტენჰემი, 35 მილიონი ევრო
დავიდ რაია - არსენალი, 35 მილიონი ევრო
ალისონი - ლივერპული, 32 მილიონი ევრო