Belive

"გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთი მეკარეა ევროპაში, რომელსაც ყველაზე დიდი მომავალი აქვს" - Deportevalenciano

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების და "ვალენსიას" მეკარის გიორგი მამარდაშვილის ასპარეზობას ესპანური გამოცემა deportevalenciano ეხმაურება და როგორც სტატიაში წერია, ქართველი მეკარე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე.

დღევანდელი "ვალენსია" ბარახას და მამარდაშვილის სიმშვიდით ცხოვრობს. ქართველი მეკარე კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მისი თამაში გუნდში უდიდესი აქტივია. გიორგი მამარდაშვილის ესპანურ კლუბთან ხელმოწერა სხვადასხვა ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი წარმატებაა. ქართველმა მეკარემ უამრავჯერ გადაარჩინა "ვალენსია", ქულების მომტანი მეკარეა, რომელმაც ესპანურ ფეხბურთში თავი უკვე დაიმკვიდრა.

გასულ ზაფხულს მისი წასვლის შესახებ ვარაუდი გავრცელდა, "ვალენსიამ" ლოდინი ამჯობინა, თუმცა გარემოებების გათვალისწინებით მამარდაშვილის ტრანსფერის განხორციელებას დიდი დრო არ დასჭირდება, მისი ღირებულება იზრდება და ის არის ერთ-ერთი მეკარე, რომელსაც ევროპულ ფეხბურთში ყველაზე დიდი მომავალი აქვს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საიმედო შემცვლელზე.

2023 წელი მამარდაშვილისთვის ძალიან კარგი იყო, რადგან მას უამრავი სეივი ჰქონდა და უდავოდ ბარახას გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული მოთამაშეა, მასზე 2024 წელსაც ისაუბრებენ. - deportevalenciano

სხვა სტატიები