Belive

"გიორგი მამარდაშვილი დიდებული მეკარეა" - სტოლე დიმიტრიევსკი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ვალენსიამ" ჩრდოლოეთ მაკედონიელი მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი წარადგინა, ფეხბურთელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი მამარდაშვილზეც ისაუბრა:

ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის. მუშაობის პირველი დღეები ძალიან კარგი იყო, ქალაქთან ადაპტაციაში კოლეგები და კლუბის წევრები ძალიან მეხმარებიან. მოუთმენლად ველი კონკურენციას და მინდა, რომ ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო.

როდესაც გუნდში მოვედი ვიცოდი, რომ გიორგი მამარდაშვილი აქ იყო. ის დიდებული მეკარეა, რომელიც ორი წელია ამას ამტკიცებს და ეს ევროპის ჩემპიონატზეც კარგად გამოჩნდა. მე აქ კონკურენციისთვის მოვედი და მეტი არაფერი. - სტოლე დიმიტრიევსკი - "ვალენსიას" მეკარე

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიელი მეკარე ვალენსიურ კლუბში ამ ზაფხულს ჩაირიცხა და კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

გიორგი მამარდაშვილი ჯერჯერობით "ვალენსიას" მეკარეა, მაგრამ ბევრი სატრანსფერო ინფორმაციების მიუხედავად, დანამდვილებით უცნობია შეიცვლის თუ არა ქართველი მეკარე კლუბს.

სხვა სტატიები