Belive

დეივიდ ჯეიმსი: "მამარდაშვილი იმაზე უკეთესია, ვიდრე ეს თავად მას ჰგონია..."

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ - დეივიდ ჯეიმსმა, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი მამარდაშვილი ბრწყინვალე მეკარეა.

„ლივერპული მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და იშვიათად გაძლევენ ამ კლუბში მეორედ თამაშის შანსს, ამიტომ, რადგანაც მამარდაშვილი პირდაპირი კონკურენტის სტატუსით გამოჩნდა ამ კლუბში, მან ყველაფერი ისე უნდა გააკეთოს, როგორც კლუბში სურთ.

მან უნდა დაიჯეროს, რომ საკმარისად კარგია ლივერპულში სათამაშოდ და ეს ნამდვილად ასეა, რადგან ის იმაზე უკეთესი მეკარეა, ვიდრე თავად წარმოუდგენია.

მან ითამაშა დიდ ტურნირებსა და საერთაშორისო მატჩებში და ბრწყინვალედ გამოიჩინა თავი, ამიტომ არ მგონია, რომ ეს კონკურენცია მას აწუხებდეს, რადგან ბრწყინვალე მეკარეა და დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი ამ კლუბში ძირითადში სათამაშოდ მოვიდა..." - დეივიდ ჯეიმსი

შეგახსენებთ, რომ დეივიდ ჯეიმსი ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნებაა, მან წლების განმავლობაში: უოტფორდში, ლივერპულში, ასტონ ვილაში, ვესტ ჰემში, მანჩესტერ სიტიში, ბრისტოლში, პორტსმუსა და ბორნმუთში ითამაშა.

გარდა ამისა, იგი ინგლისის "ოქროს თაობის" ნაკრების მთავარი მეკარე იყო, სადაც 53 მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები