Belive

გიორგი მამარდაშვილი: "აქ მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, 2024 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებას დაესწრო. გიორგი საუკეთესო მეკარის ჯილდოზე იყო წარდგენილი და ფეხბურთის უდიდესმა ვარკვლავებმა და ფუნქციონერებმა თავი პარიზში მოიყარეს. ცერემონიის დაწყებამდე მამარდამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ამ დაჯილდოებაზე ყოფნა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია, რომ ღონისძიებაზე ნომინანტებს შორის ვარ, რადგან ეს უკვე დიდი წარმატებაა. ვაგრძელებ მუსაობას და იმედი მაქვს, აქ კიდევ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებსა და მთელ სამწვრთნელო შტაბს - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა

გიორგი მამარდაშვილმა ლევ იაშინის სახელობის ჯილდოს ნომინანტთა შორის მე-7 ადგილი დაიკავა. მამარდამ გამოკითხვაში გრეგორ კობელს (შვეიცარია), რონვენ უილიამსსა (სამხრეთ აფრიკა) და დიოგუ კოშტას (პორტუგალია) აჯობა.

წლის საუკეთესო გოლკიპერად ზედიზედ მეორედ დასახელდა ემილიანო მარტინესი, რომელმაც არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის მოგება შეძლო.

2024 წლის 10 საუკეთესო მეკარე:

  1. ემილიანო მარტინესი

  2. უნაი სიმონი

  3. ანდრეი ლუნინი

  4. ჯანლუიჯი დონარუმა

  5. მაიკ მენიო

  6. იან ზომერი

  7. გიორგი მამარდაშვილი

  8. დიოგუ კოშტა

  9. რონვენ უილიამსი

  10. გრეგორ კობელი

სხვა სტატიები