Belive

გიორგი ლორია ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ხანდაზმულ ფეხბურთელებში

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

transfermarkt-მა ევრო 2024-ის 10 ყველაზე მაღალი ასაკის ფეხბურთელი შესაბამისი ფასის მიხედვით დაასახელა. აღნიშნულ სიაში პირველ ადგილზე პორტუგალიელი მცველი პეპეა, რომელიც 41 წლის და 3 თვისაა და პორტუგალიის ნაკრების ძირითადის წევრად ითვლება. აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილსაც პორტუგალიელი ლეგენდა, კრიშტიანუ რონალდუ იკავებს.

სიის მეხუთე ადგილზე საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია გავიდა, ქართველი 38 წლის და 4 თვისაა და გიორგი მამარდაშვილის შემცვლელია.

ათეული ასაკითა და საფასო კატეგორიით ასე გამოიყურება:

1. პეპე (41 წლის) - 500 000 ევრო
2. კრიშტიანუ რონალდუ (39 წლის) - 15 მილიონი ევრო
3. ლუკა მოდრიჩი (38 წლის) - 6 მილიონი ევრო
4. ხესუს ნავასი (38 წლის) - 2.5 მილიონი ევრო
5. გიორგი ლორია (38 წლის) - 50 000 ევრო
6. მანუელ ნოიერი (38 წლის) - 4 მილიონი ევრო
7. ოლივიე ჟირუ (37 წლის) - 3 მილიონი ევრო
8. პეტერ პეკარიკი (37 წლის) - 300 000 ევრო
9. კასპერ შმეიხელი (37 წლის) - 1 მილიონი ევრო
10. იურა კუცკა (37 წლის) - 500 000 ევრო

View this post on Instagram

A post shared by Transfermarkt (@transfermarkt_official)

სხვა სტატიები