გიორგი გველესიანმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა - ქართველი მცველის შეფასება
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
აზიის ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი ტურის შეხვედრაში ,,ალ აჰლიმ'' ,,პერსეპოლისს'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
ირანული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი გველესიანმა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა და Sofascore-სგან 6.9-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
ქართველმა მცველმა, რომელიც ბურთს სულ 52-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 40-დან 32 ზუსტი გადაცემა (80%) გააკეთა და 10-დან 7 დუელი მოიგო.
6.5 ქულით შეაფასა 33 წლის ფეხბურთელის თამაში Flashscore-მა.
გველესიანის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩს 30 სექტემბერს, ,,ფახთაქორის'' წინააღმდეგ გამართავს.
پایان بازی و شکست در نخستین گام #پرسپولیس ❤️ pic.twitter.com/mFym2cd4wc
— Persepolis (@PersepolisFC) September 16, 2024