Belive

გიორგი გულიაშვილი 22-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოსნიის ჩემპიონატის 22-ე ტურის შეხვედრაში "სარაევომ" "იგმანი" 2:1 დაამარცხა. ორივე გოლი ქართველებმა გაიტანეს, პირველი ვასილიოს გორდეზიანმა შეძლო პენალტის ნიშნულიდან, ხოლო 59-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა მეორე ბურთი გაიტანა.

მატჩის შემდეგ გულიაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, სრულად გუნდი კი ასე გამოიყურება:

მეკარე: ფილიპ ერიკი ("სლოგა დობოი")

მცველები: ვინკო სოლდო ("სარაევო"), მიჰაელ კუპრესაკი ("სარაევო"), მარინ კარამარკო ("ზელეზნიჩარი"), ჰარის ოვჩინა ("სლოგა დობოი")

ნახევარდაცვა: მიჰაელ მლინარიჩი ("ველეზ მოსტარი"), სამირ რადოვაჩი ("ზელეზნიჩარი"), დავიდ ვუკოვიჩი ("ბორაცი ბანია ლუკა"), გიორგი გულიაშვილი ("სარაევო")

თავდამსხმელები: ნემანია ბილბია ("ზრინსკი"), დეიან ვიდიჩი ("სლოგა დობოი")

View this post on Instagram

A post shared by Arena Sport BH (@arenasportbh)

გიორგი გულიაშვილი 14 გოლით ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე კი 19 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

ქართველი შემტევი სანაკრებო შესვენებაზე საქართველოს ეროვნულ გუნდს სომხეთის წინააღმდეგ დაეხმარება, პირველ შეხვედრას ჯვაროსნები 20 მარტს, 21:00 საათზე ჩაატარებენ, მეორეს კი საკუთარ არენაზე 23 მარტს 18:00 საათზე.

სხვა სტატიები