Belive

გიორგი გულიაშვილის შეფასება სოსიედად B-სთან

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სეგუნდა დივიზიონის 36-ე ტურში რეალ სოსიედად B-მ რასინგს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ამ გამარჯვების შემდეგ, რასინგმა ცხრილში პირველი ადგილი გაიმყარა - ის მეორეზე მყოფ დეპორტივოს 7 ქულით უსწრებს (ჯერ დეპორტივოს 36-ე ტურის შეხვედრა არ ჩაუტარებია).

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა გიორგი გულიაშვილმა - ქართველმა მიმდინარე გათამაშებაში მეექვსე გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ დაეხმარა გუნდს გამარჯვებაში. ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა (7.9-დან 8.2-დე/ SOFASCORE-სა და FLASHSCORE-ის შეფასებით). გულიაშვილს მხოლოდ თანაგუნდელმა ინიგო ვისენტემ აჯობა, რომელმაც გოლთან ერთად საგოლე პასიც მიითვალა. ქართველი თავდამსხმელი მწვრთნელმა 76-ე წუთზე შეცვალა (ანგარიში უკვე 0:3 იყო).

რასინგი მომდევნო ტურის მატჩს 24 აპრილს, სეუტას წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებს.

სხვა სტატიები