Belive

გიორგი გულიაშვილი ნახევარი სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი, რომელიც იჯარის წესით ბოსნია ჰერცოგოვინის პრემიერ ლიგის გუნდ "სარაევოდან" "ველეჟ მოსტარში" ასპარეზობს, ზამთრის შესვენებამდე სეზონის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა.

სპორტულმა გამოცემა TV Arena Sport BiH-მა საუკეთესო გუნდი დაასახელა და ქართველ თავდამხსმელზე წერს

გიორგი გულიაშვილმა "სარაევოში" კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ თავის ამჟამინდელ კლუბ "ველეჟ მოსტარში" იჯარით წასვლით მან აჩვენა, რომ "სარაევოში" მის ასპარეზობას დიდი ყურადღება არ ექცეოდა და ეს შესაძლოა იყო გაუმართლებელი.

22 წლის თავდამსხმელი ადვილად იშორებს მცველებს და თამაშობს ძალიან გუნდურად, ის ერთ-ერთია გუნდში "ველეჟის" შემადგენლობიდან, რომელსაც ნახევარი სეზონის გასვლის შემდეგ ყველაზე კარგი შედეგი აქვს, ქართველის გუნდი ბოსნია ჰერცოგოვინის პრემიერ ლიგაში მესამე ადგილს იკავებს, გიორგიმ კი 15 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. - TV Arena Sport BiH

გიორგი გულიაშვილი "სარაევოდან" "ველეჟ მოსტარში" იჯარის წესით ზაფხულში გადავიდა და 2023 წლის ბოლომდე უნდა ეთამაშა, გავრცელებული ინფორმაციით ქართველის კონტრაქტი მოსტართან გახანგრძლივდა და თავდამსხმელი თავის ამჟამინდელ კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

სხვა სტატიები