Belive

გიორგი გულიაშვილი: ,,ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ნაკრებში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო!''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა, გიორგი გულიაშვილმა, ეროვნულ გუნდში გამოძახებით მიღებულ ემოციებზე ისაუბრა:

,,ბევრჯერ აღვნიშნე, რომ აქ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ყველანაირად ვეცდები, რომ ის სტატისტიკა, რომელიც კლუბში მაქვს, ეროვნულ ნაკრებში გავაუმჯობესო.

გარდა ამისა, ვეცდები, რომ ჩემს ქვეყანას წარმატების მიღწევაში დავეხმარო!'' - გიორგი გულიაშვილი

ოქტომბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.

View this post on Instagram

A post shared by Georgian Football Team (@nakrebi)

სხვა სტატიები