გიორგი გოჩოლეიშვილი ლაიფციგთან მატჩს გამოტოვებს
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ჰამბურგის მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლაიფციგთან გასამართ მატჩს გამოტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გოჩოლეიშვილი ჰამბურგის ვარჯიშზე, სათამაშო ეპიზოდში დაშავდა, როდესაც ძელს შეეჯახა და სახეზე ნაკერების დადება დასჭირდა. გოჩოლეიშვილი გუნდთან ერთად ვარჯიშს ორშაბათს განაახლებს.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის განვლილი 6 ტურის შემდეგ, ჰამბურგი 8 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.