გიორგი გაგუას გატანილი გოლი ტურის საუკეთესო გახდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხორვატიის ჩემპიონატის მე-14 ტურში "ისტრამ" საკუთარ მოედანზე "სლავენ ბელუპო" მიიღო და 2:3 დამარცხდა. ეს მატჩი გამორჩეული იყო გიორგი გაგუასთვის, რომელმაც ისტრას შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
გიორგი თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ჩაერთო და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა - საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და მარცხენა ფეხით მაღალ კუთხეში ლამაზი გოლი გაიატანა. ხორვატებმა ეს გოლი მე-14 ტურის საუკეთესო გოლად დაასახელეს. გაგუას ისტრას მაისურით უკვე 10 შეხვედრა დაუგროვდა, მისი გუნდი არც ისე კარგ სიტუაციაშია - 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზე იმყოფება.