Belive

გიორგი გაგუა უახლოეს საათებში კვიპროსულ გუნდს შეუერთდება

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი ფეხბურთელის გიორგი გაგუას ტრანსფერით კვიპროსის აელ ლიმასოლი ინტერესდება, ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა Shoot and Goal აქვეყნებს. წყაროს ცნობით ფეხბურთელის თაობაზე კლუბმა შეთანხმებას თითქმის უკვე მიაღწია, დადასტურებული ინფორმაცია კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი და ტრანსფერზე დიდი თანხაც დაიხარჯება, რადგან ისტრასთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

23 წლის ქართველი თავდამსხმელის შეძენა აელ ლიმასოლის მთავარმა მწვრთნელმა, პაოლო ტრამეზანიმ პირადად მოითხოვა.

გიორგი გაგუა ხორვატულ ისტრაში ირიცხება, ის გუნდში 2024 წლიდან ასპარეზობს. მას შემდეგ 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 3 გოლი, გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.