Belive

გიორგი გაგუამ ალავესი B-ს შემადგენლობაში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის RFEF-ის მეორე ჯგუფში ,,დეპორტივო ალავესის'' B გუნდმა ,,ბრეას'' უმასპინძლა და 5 უპასუხო გოლი გაუტანა.

ბასკური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი გაგუა, რომელმაც მატჩში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

4 ტურის შემდეგ ,,ალავესი B'' 9 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

გაგუას გუნდი მომავალ შეხვედრას პირველ ოქტომბერს, ,,ლოგრონესის'' წინააღმდეგ გამართავს.