გიორგი გაგუა ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა - Sofascore
სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის მე-8 ტურში დუნაისკა სტრედამ ტრენჩინი სტუმრად 1:4 დაამარცხა, გიორგი გაგუამ დუბლი შეასრულა, ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ მე-18 წუთზე გაიტანა, შემდეგ კი 39-ზე. 24 წლის ფორვარდმა საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
გიორგი გაგუა Sofascore-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, სრულად თერთმეტეული თავისი შეფასებებით ასე გამოიყურება:
მეკარე: ბრანისლავ პინდროჩი (კომარნო) - 8.0
მცველები: ალექსანდრ სელეცკი (რუზომბეროკი) - 7.7, დომინიკ სპირიაკი (კომარნო) - 7.8, კევინ ვიმერი (ბრატისლავის სლოვანი), ოლივერ ლუთერანი (რუზომბეროკი) - 7.5
ნახევარმცველები/შემტევები: მარინ ლაუშიჩი (ტრნავა) - 9.6, ფაბიან ბჟდილი (ჟილინა) - 9.1, ფილიპ აზანგო (ტრნავა) - 8.4, გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა) - 8.4
თავდამსხმელები: მიხალ დურისი (ბანსკა ბისტრიცა) - 8.5, ანდრაზ სპორარი (ბრატისლავის სლოვანი) - 8.9
მე-8 ტურის საუკეთესო თერთმეტეული | Sofascore
სლოვაკეთის უმაღლეს ჩემპიონატში გიორგი გაგუას 8 ტურის შემდეგ 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა უფიქსირდება. ბომბარდირთა დავაში ქართველი ფეხბურთელი მე-4 პოზიციაზეა.
დუნაისკა სტრედას მიმდინარე სეზონში 6 მოგება 1 ფრე და 19 ქულა აქვს. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 15 სექტემბერს სლოვაკეთის თასის ეგიდით ველკე ლუდინცეს წინააღმდეგ გამართავს.