გიორგი გაგუა ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
დუნაისკა სტრედას ქართველი ფეხბურთელი გიორგი გაგუა სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-2 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. დუნაისკა სტრედამ ბანსკა ბისტრიცა 2:0 დაამარცხა, აღნიშნულ შეხვედრაში კი 24 წლის ქართველმა ფორვარდმა 55-ე წუთზე ამარ რამადანს საგოლე გადაცემა გაუკეთა და საგოლე მოქმედება ჩაიწერა აქტივში. ზოგადად ბანსკა ბისტრიცასთან გაგუამ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
გიორგი გაგუას შეფასება:
Flashscore: 8.3
Sofascore: 7.6
სლოვაკეთის უმაღლესი ჩემპიონატის მე-2 ტურის საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე: დავიდ სიპოსი (ჟილინა)
მცველები: სებასტიან კოსა (კოშიცე), პატრიკ კარჰანი (სკალიცა), ოსმან კაკაი (კოშიცე), ზან ტრონტელი (დუნაისკა სტრედა)
ნახევარმცველები: ამარ რამადანი (დუნაისკა სტრედა), ალენ მუსტაფიჩი (სლოვან ბრატისლავა), ფილიპ ტრელო (ტრნავა), ეინელ სოარესი (ტრენჩინი)
თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა), ფილიპ ონიედიკა (სკალიცა)
გიორგი გაგუამ მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო, მას 4 თამაში აქვს უკვე ჩატარებული 2 კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც 1 გოლი გაიტანა, და 2-იც სლოვაკეთის ჩემპიონატში და აქ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ანუ ქართველ ფორვარდს 4 მატჩში 3 საგოლე მოქმედება უფიქსირდება.