გიორგი გაგუა ხორვატიის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა | Sofascore
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხორვატიის ჩემპიონატის (HNL) 21-ე ტურის შეხვედრაში "ისტრამ" "რიეკა" 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე ქართველმა შემტევმა გიორგი გაგუამ გაიტანა.
Sofascore-ის მიხედვით ქართველმა ფეხბურთელმა 7.5 შეფასება დაიმსახურა და ჩემპიონატის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა.
გიორგი გაგუას მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირის 16 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.
ხორვატიის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლური გუნდი