გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება ვესტ ბრომვიჩის წინააღმდეგ
ინგლისის ჩემპიონშიპის 21-ე ტურში "უოტფორდმა" "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. უოტფორდმა ცხრილში უშუალო კონკურენტს მოუგო და მერვედან მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
გამორჩეულად კარგად შეფასდა გიორგი ჩაკვეტაძის თამაში. ქართველმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. გიორგი 91%-იანი სიზუსტით აკეთებდა გადაცემებს (39/43). კარში 2-ჯერ დაარტყა, 9 მცდელობიდან კი დრიბლინგი 6-ჯერ წარმატებით განახორციელა. მიუხედვად იმისა, რომ გუნდის საგოლე მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია, საკუთარი გუნდის შემადგენლობაში მეორე საუკეთესო ფეხბურთელი იყო. sofascore (8.0 ქულა) და whoscored (8.2 ქულა).
ვესტ ბრომვიჩს დუბლი ისუფ ბაიომ შეუსრულა 35-ე და 50-ე წუთებზე, ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა როკო ვატამ გააკეთა, ერთადერთი რაც სტუმრებმა მოახერხეს, 67-ე წუთზე მოლუმბუს მიერ გატანილი გოლია.
უოტფორდს ერთი შეხვედრა მარაგში აქვს, ამიტომ პოტენციურად მას ცხრილის პირველ ხუთეულში შესვლაც შეუძლია.