Belive

გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება სუონსისთან მოგებულ მატჩში

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონშიფის 37-ე ტურში ,,უოტფორდმა'' ,,სუონსის'' უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც მოედანზე 84 წუთი გაატარა და Sofascore-სგან 6.7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

ჩაკვეტაძემ, რომელიც ბურთს სულ 34-ჯერ შეეხო, 24-დან 19 სწორი გადაცემა გააკეთა (79) და 6-დან 4 დუელი მოიგო, მისი 2 დრიბლინგის მცდელობიდან 1 წარმატებული გამოდგა.

6.5 ქულით შეაფასა 25 წლის შემტევის თამაში Whoscored-მა, 7.1-ით კი - Flashscore-მა.

37 ტურის შემდეგ, ,,უოტფორდს'' 52 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზეა. ჩაკვეტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას შაბათს, 15 მარტს, ,,ოქსფორდის'' წინააღმდეგ გამართავს.