Belive

გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება ნორვიჩთან მატჩში

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონშიფის 24-ე ტურში უოტფორდმა ნორვიჩი სტუმრად 1:0 დაამარცხა.

უოტფორდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა და Sofascore-სგან 6.8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

ჩაკვეტაძე ბურთს სულ 42-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 29-დან 27 ზუსტი გადაცემა (93%) გააკეთა და 7-დან 3 დუელი მოიგო.

6.6 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Whoscored-მა, 7-ით კი - Flashscore-მა.

24 ტურის შემდეგ, უოტფორდს 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა. ჩაკვეტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას პირველ იანვარს, ბირმინგემის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები