Belive

გიორგი ჩაკვეტაძის კარგი თამაში და უოტფორდის მორიგი 3 ქულა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიპის მე-15 ტურის შეხვედრაში "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე "ოქსფორდ იუნაიტედი" მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი ისუფ ბაიო იყო. შეგახსენებთ, რომ ბაიომ 1 ტურის წინ, "შეფილდთან" პოკერი შეასრულა.

მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო გიორგი ჩაკვეტაძემ და შეუცვლელად ითამაშა. პირველ ტაიმში, როცა ღია თამაშიდან არცერთ გუნდს გოლის გატანის რეალური მომენტი არ ჰქონია, ჩაკვემ პირდაპირ კუთხურიდან 'ჩაახვია' და რომ არა ოქსფორდელთა ცენტრალურიი მცველი ბრაუნი, გოლი გარდაუვალი იყო. ბურთი მეკარეს გადააფრინდა და კარის ხაზიდან თავით სწორედ ბრაუნმა გამოიტანა. whoscored-ის ვერსიით გიორგიმ 7.2 ქულა დაიმსახურა, sofascore-მა კი ქართველს 7.3 დაუწერა.

უოტფორდს 25 ქულა აქვს და ჩემპიონატის მე-4 ადგილზეა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა მის კონკურენტს ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები