Belive

გიორგი ჩაკვეტაძე: "ვაისს კარგად ვიცნობ და ვიცი რას ითხოვს ფეხბურთელებისგან"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილ ბრატისლავის "სლოვანთან" კონტრაქტი გააფორმა. სლოვაკეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბში გადაბარგების შემდეგ, 22 წლის ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა.
"გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავასგან "სლოვანზე" შესანიშნავი ინფორმაციები მქონდა. ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მე მოუთმენლად ველი არა მხოლოდ მათთან, არამედ ყველა ჩემს ახალ თანაგუნდელთან შეხვედრას. ასევე ვიცნობ მწვრთნელს, ვლადიმერ ვაისს, რომლის დროსაც ეროვნულ ნაკრებში დავიწყე თამაში. მე ვიცი, რას მოითხოვს ის ფეხბურთელებისგან და როგორი ფეხბურთის თამაშს ანიჭებს უპირატესობას. სლოვანში მოვდივარ იმ მოტივაციით, რომ გუნდს საშინაო კედლებში და ევროპაში წარმატების მიღწევაში დავეხმარო. თავს ყველაზე კარგად შემტევი ნახევარმცველის, ე.წ ათიანის პოზიციაზე ვგრძნობ, მაგრამ მარცხნიდან თამაშიც შემიძლია. ვერ ვითმენ იქამდე, ვიდრე ამ სტადიონზე პირველად ვითამაშებ. მოუთმენლად ველი "სლოვანში" თამაშს", - თქვა გიორგი ჩაკვეტაძემ.
Slovan posilní gruzínsky reprezentant a ofenzívny stredopoliar Giorgi Čakvetadze. „Na Slovan som mal výborné referencie... Posted by ŠK Slovan Bratislava on ორშაბათი, 04 ივლისი, 2022
 
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბრატისლავის "სლოვანი" საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, “დინამო ბათუმის” მეტოქე იქნება. გუნდებს შორის პირველი მატჩი 6 ივლისს, ბრატისლავაში, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 13 ივლისს ბათუმში შედგება. https://www.live.ge/fexburti/ophitsialurad-giorgi-chakvetadze-bratislavis-slovanis-phekhburthelia/
 

სხვა სტატიები