Belive

გიორგი ჩაკვეტაძე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს - ტრავმის სიმძიმე

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიპის მე-5 ტურის შეხვედრაში "უოტფორდმა" "ქოვენთრის" უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. გიორგიმ "უოტფორდის" რიგებში თავი ისევ გამოიჩინა და 67-ე წუთზე ტომ დელე-ბაშირუ-ზე საგოლე გადაცემა გააკეთა. ცოტა ხნის შემდეგ როგორც ქართველი, ასევე "უოტფორდის" გულშემატკივრებისთვის სამწუხარო რამ მოხდა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება თავისი ფეხით ვერ შეძლო და საკაცით გაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით გიორგი ჩაკვეტაძეს მატჩის მიმდინარეობისას წელი გაუშეშდა და ტკივილის გამო ფეხით გავლაც ვეღარ მოახერხა და სწორედ ეს გახდა საკაცით გაყვანის მიზეზი.

სხვა სტატიები