Belive

გიორგი ჩაკვეტაძე გულშემატკივრებს 500 კათხა ლუდით გაუმასპინძლდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

28 აპრილს, სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის 29-ე ტურის ეგიდით, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი და სამი ქართველი ფეხბურთელით დაკომპლექტებული ბრატისლავის "სლოვანი" სეზონის ერთ-ერთ გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს. გურამ კაშიას, ჯაბა კანკავას და გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი საშინაო კედლებში პრინციპულ მეტოქე "სპარტაკ ტრნავასთან" დერბის გამართავს.

მატჩის წინ, კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი საინტერესო აქციას შეუერთდება და ამ მნიშვნელოვანი მატჩისთვის კლუბის ერთგულ გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონის C სექტორში ისხდებიან, 500 კათხა ლუდზე საკუთარი ხარჯით დაპატიჟებს.

"სლოვანისა" და "ტრნავას" მატჩი 28 აპრილს, პარასკევს გაიმართება და თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. შეხვედრას ქართველი გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების ოფიციალური პლატფორმის მეშვეობით იხილავს.

სხვა სტატიები