Belive

გიორგი არაბიძემ შესაძლოა ქუთაისის ტორპედოში ითამაშოს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უდიდესი ალბათობით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი არაბიძე კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს. მას მერე, რაც 2021 წლის ეროვნული ლიგის სეზონში, "სამტრედიამ" ბოლო პოზიცია დაიკავა და უძლიერესი ათეულიდან დაქვეითდა, 23 წლის ფეხბურთელი იმერულ კლუბს დაემშვიდობა. Live.ge-ს ინფორმაციით, არაბიძის დამატება რამდენიმე კლუბს სურს, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი კი ქუთაისის "ტორპედოა", რომელსაც სწორედ "სამტრედიას" ყოფილი მწვრთნელი, გია ცეცაძე ხელმძღვანელობს - არაბიძე "სამტრედიაში" ცეცაძის მუშაობის პერიოდში მოხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივართა ოფიციალური გვერდიც. თავად კლუბი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ჯერ არ ავრცელებს. თბილისის "ლოკომოტივის" აღზრდილ ფეხბურთელს, რომელიც წლების განმავლობაში დონეცკის "შახტარში" ირიცხებოდა, კონტრაქტი პორტუგალიურ "ნასიონალთან" აკავშირებს, რომლიდანაც 2021 წლის 30 ივნისს "სამტრედიას"​ იჯარის წესით შეუერთდა და 15 შეხვედრაში 3 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მის აქტივში საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე პასია.

სხვა სტატიები