"გიორგი აბუაშვილის ტრანსფერზე ჩემპიონშიპის გუნდი აქტიურად მუშაობს" - TEAMTALK
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ქართველი ფეხბურთელის გიორგი აბუაშვილის ტრანსფერზე ინგლისური ჩემპიონშიპის გუნდი, ბრისტოლ სიტი მუშაობს, ექსკლუზიურ ინფორმაციას TEAMTALK აქვეყნებს. წყაროს ცნობით აღნიშნული გუნდი 22 წლის შემტევის გადაბირებას ცდილობს, მაგრამ ბრისტოლს წინ დიდი კონკურენცია ელის, რადგან მის მიმართ ინტერესი გამოხატეს ესპანურმა, ფრანგულმა, პორტუგალიურმა და ინგლისურმა კლუბებმა.
TEAMTALK აღნიშნავს იმ კონკრეტული გუნდების ინტერესს, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში გიორგი აბუაშვილზე აქტიურად მუშაობენ, ესენია: ესპანიოლი, ხეტაფე და ელჩე.
გამოცემა ქართველის მიმართ ასეთ რამეს წერს:
ის თავის სამშობლოში თამაშობს და მომავალ თაობას შორის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. აბუაშვილი, რომელიც ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობს, ფოთის კოლხეთში 55 მატჩი ჩაატარა, სადაც 21 გოლს და 5 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
მან ასევე 18 მატჩი ჩაატარა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში, სადაც 3 გოლის გატანა შეძლო. TEAMTALK-ს აცნობეს, რომ ერთ-ერთი პირველი კლუბი, რომელმაც აბუაშვილის შეძენა გადაწყვიტა, ბრისტოლ სიტია, რომელიც გასულ გაზაფხულს ფეხბურთელსა და მის გარემოცვას შეხვდა. მათ ზეპირ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, თუმცა ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ჩემპიონშიპის გუნდს ყველაფრის ბოლომდე მიყვანა სურს.
გიორგი აბუაშვილი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. მას სურს სწორი პროექტის არჩევა, ისეთის, რომელიც მას წინსვლაში და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში მომდევნო ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.
ეს ზაფხული გადამწყვეტი იქნება აბუაშვილის მომავლის გადასაწყვეტად და ბრისტოლ სიტი კვლავ ძალიან დაინტერესებულია ნიჭიერი ვინგერის შეძენით. - წერს TEAMTALK