საუკეთესო შეფასება გუნდში | წიტაიშვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა
ლიგა 1-ის მეცამეტე ტურში ბრესტმა მეცსს უმასპინძლა და 3:2 გაიმარჯვა. მეცს ბოლო 3 ტურში გამარჯვებების სერია ჰქონდა, თუმცა იმის ფონზე, როგორც დაიწყო სეზონი (7 წაგება), წაუგებელი სერიის გაგრძელებაც მნიშვნელოვანი იყო. ქართველების გუნდმა შეხვედრა მე-100 წუთზე გაშვებული პენალტით დათმო.
გიორგი წიტაიშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეცის მაისურით სადებიუტო გოლიც გაიტანა. მასპინძლების მე-2 წუთზე გატანილ გოლს, სწორედ ქართველმა უპასუხა 4 წუთში და ანგარიში გაათანაბრა. წიტაიშვილმა მოედანი 68-ე წუთზე დატოვა, თუმცა საკუთარ გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება შეინარჩუნა.
SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მიხედვით, გიორგი წიტაიშვილმა 6.8-დან 7.5-დე შეფასება დაიმსახურა. გიორგი აბუაშვილი ბოლომდე სათადარიგოთა შორის დარჩა.
მაშინ, როცა 90 წუთი ამოიწურა, ანგარიში 2:2 იყო. ბრესტმა ჯერ 95-ე წუთზე მოიპოვა პენალტიის დარტყმის უფლება და დელ კასტილიომ გააფუჭა, თუმცა მე-100 წუთზე მეცის კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა და დელ კასტილიომ ამჯერად გაიტანა.
მეცი ისევ გასავარდნ ზონაში დაბრუნდა და 11 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.
3⃣ - 2⃣ #SB29FCM
— FC Metz ☨ (@FCMetz) November 23, 2025
C'est terminé à Brest où les Grenats s'inclinent au terme d'une fin de match compliquée et un pénalty concédé à l'ultime minute.
Fin de série sur la pelouse de Francis-Le Blé ❌ pic.twitter.com/wm7zJizlMm