გია გეგუჩაძე: "მხოლოდ ბოდიშის მოხდა შემიძლია, მოედანზე ერთი გუნდი თამაშობდა"
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"რა შემიძლია ვთქვა ასეთი მატჩის შემდეგ? მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ "ლეხს" გამარჯვება მივულოცო. დღეს მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და ეს "ლეხი" გახლდათ. ჩვენმა გუნდმა მოედანზე ვერაფერი აჩვენა და ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ და მხოლოდ ბოდიშის მოხდა შემიძლია ასეთი თამაშის გამო. საპირისპიროდ "ლეხმა" ყველაფერი აჩვენა, რისი გაკეთებაც სურდა", - თქვა გია გეგუჩაძემ.საპასუხო შეხვედრა გუნდებს შორის 28 ივლისს, ბათუმში გაიმართება და თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.