Belive

გია გეგუჩაძე: "როდესაც ჩვენს სტილს ვღალატობთ, მაშინვე პრობლემები გვექმნება"

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
გია გეგუჩაძემ "სივასპორთან" მარცხის (1:2) შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გაშვებულ გოლებსა და მარცხის მიზეზებზე "ალბათ, ამ მომენტებს უფრო დიდი ანალიზი სჭირდება. გაშვებული გოლები მხოლოდ მცველების მაღალ ბურთზე ცუდ თამაშს არ გამოუწვევია. ვერ ვიტყვი, რომ ამაში მათი ბრალეულობაა. გარდა ამისა, ნუ დავუკარგავთ "სივასპორის" შემტევებს მაღალ ბურთებზე კარგ თამაშს. რაღაც მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ და არ გამოვრიცხავ, ამის მიზეზი დაღლა იყო. 75 წუთამდე საკმაოდ კარგი თამაში ვაჩვენეთ, შემდეგ კი დაღლა შეგვეტყო. საპასუხო მატჩი თურქეთში რაც უფრო მაღალ დონეზე გვიწევს თამაში, უფრო რთულდება იმ ფეხბურთის ჩვენება, როგორსაც შეჩვეულები ვართ. რაც არ უნდა მოხდეს, ეს არის ჩვენი გამარჯვების საფუძველი სწორედ საკუთარი ფეხბურთის თამაშია. ცალკეულ მომენტზე არ მინდა ყურადღების გამახვილება როდესაც ჩვენს თამაშს ვღალატობთ, მაშინვე პრობლემები გვექმნება. რა თქმა უნდა, ურთულესი ამოცანის წინაშე ვდგავართ, თუმცა შანსსები არ დაგვიკარგავს და იმედი მაქვს, რომ დასკვნებს გამოვიტანთ და მეორე მატჩი სხვაგვარად წარიმართება. ცალკეულ მომენტებზე ყურადღების გამახვილება არ მინდა, მაგრამ როდესაც ჩვენს სტილს ვღალატობთ, მაშინვე პრობლემები გვექმნება. უპირატესობისა და ბურთის დათმობის მიზეზები მატჩის მიმდინარეობისას ჩემს თანაშემწესაც კი ხმას ძლივს ვაგონებ. თქვენი აზრით, 11 ფეხბურთელს როგორ ვეტყოდი, რომ დაცვაში ჩამდგარიყვნენ?! რა თქმა უნდა, ასეთ დროს მეტოქეც ცდილობს შეტევას, რადგან მას გოლის აქვს გასატანი. მომდევნო მატჩი ეროვნულ ლიგაში კალენდრის მიხედვით, "სამტრედიასთან" ვითამაშებთ. მართალია, დღევანდელი მატჩიდან მე-3 დღე იქნება, მაგრამ შევეცდებით, რომ ძალები აღვიდგინოთ. "დინამო ბათუმის" მომავალი "დინამო ბათუმში" ყველაზე კარგი და ოპტიმიზმის გამომწვევი ისაა, რომ მზარდი მზარდი გუნდი ვართ და მუდმივად ვპროგრესირებთ. ეს ყველაფერი დამაიმედებელია. იმისათვის, რომ შემდეგ დონეზე გადავიდეთ, ბევრი ფაქტორია განსახლილველი, იგივე ფეხბურთელების დამატების კუთხით. ვფიქრობ, იმისათვის, რათა გავიზარდოთ, წაგებას კრიტიკულად უნდა შევხედოთ. "დინამო ბათუმის" გულშემატკივარი უამრავი გულშემატკივარი გვყავს. ისეთებიც, რომლებიც დღეს სტადიონზე ვერ მოხვდნენ. მათი ძალისხმევა ყოველთვის უნდა დავაფასოთ. ეს ყოველივე ჩვენ უდიდეს პასუხისმგებლობასა და მოტივაციას გვძენს. ვცდილობთ, რომ საკუთარ მოედანზე თამაშისას უფრო შემტევი ფეხბურთი ვაჩვენოთ. ასეთ დროს, დაცვითი ზონები მოშიშვლებულია, ეს ასე ჩანს. მინდა, რომ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო ამ ზეიმისთვის. საპასუხო მატჩი 12 აგვისტოს - ზუსტად 900 წელი დიდგორის ბრძოლიდან ეს ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვებაა, მაგრამ ფეხბურთი სხვა რამეა და ყოველთვის უნდა შევეცადოთ, რომ გამარჯვება მინდორზე, პატიოსან ბრძოლაში მოვიპოვოთ. იყო რაღაც მომენტები, როდესაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელები უხეშად თამაშობდნენ, თუმცა ჩვენ ყველაფერს ღირსეულად უნდა შევხვდეთ. სანოგოს წასვლა მნიშვნელოვან მომენტში ფეხბურთელის მომზადება და ფორმაში შესვლა შეკრებეზე ხდება, სანოგომ კი ტრავმა ზამთარში, სწორედ ამ დროს, მიიღო. მას სჭირდებოდა სათამაშო პრაქტიკა, ამას კი "დინამო ბათუმში" ვერ იღებდა. მოუმზადებელ ფეხბურთელს მინდორზე ვერ შევუშვებდით და გადაწყვეტილება ორივე მხარემ ერთად მივიღეთ. გროცურეკის მდგომარეობა გროცურეკს უკვე 3 კვირაა არ უვარჯიშია. საპასუხო მატჩი 12 აგვისტოსაა და რთულია თქვა, 7 დღეში რამდენად მოახერხებს ის მომზადებას.

სხვა სტატიები