გერმანული მედია: "ჰამბურგი საბა საზონოვის დამატებით ინტერესდება"
გერმანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს 21-წლამდე და ეროვნული ნაკრებების ცენტრალურ მცველის, საბა საზონოვის დამატება "ჰამბურგს" სურს.
გერმანიის ერთ-ერთი ისტორიული და ტიტულოვანი კლუბი, რომელშიც 1 წლის წინ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობდა, საქართველოში მიმდინარე უეფას ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე 21 წლის მცველს აკვირდება.
"Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელი კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. მან საქართველოსა ნაკრების შემადგენლობაში A ჯგუფის ორივე ტურის შეხვედრაში სრულად და შეუცვლელად ითამაშა, პორტუგალიის ნაკრებთან - 2:0 მოგებულ მატჩში კი გოლის გატანაც მოახერხა. ის, რომ მისი ნაკრები 2 ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერია, გარკვეულწილად მისი დამსახურებაა", - წერს fussballtransfers.com-ი.
1.94 სმ-ის სიმაღლის მქონე ფეხბურთელს მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. რამდენიმე თვის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საზონოვის დამატება რომის "ლაციოს" სურდა.
"ჰამბურგი" გერმანიის 6-გზის ჩემპიონი, 3-ჯერ თასის და 3-ჯერ სუპერთასის გამარჯვებულია, 2018 წლის შემდეგ კი მეორე ბუნდესლიგაში გამოდის და ელიტაში დაბრუნებამდე ყოველ სეზონში ერთი ნაბიჯი აკლდება.