გერმანია ინგლისთან ქალთა ნაკრების ფორმით ითამაშებს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ეროვნული ნაკრები დღეს ინგლისთან ერთა ლიგის შეხვედრას ქალთა ნაკრების ფორმით ჩაატარებს. ინფორმაციას გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ,,ბუნდესგუნდს'' ასეთი ჟესტით სურს მხარი დაუჭიროს ქალთა ნაკრებს, რომელიც 6 ივლისიდან ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ერთა ლიგის მატჩი გერმანიასა და ინგლისს შორის 22:45 საათზე, ,,ალიანც არენაზეა'' ჩანიშნული.
Two teams. One nation 🇩🇪 We're showing our support for the @DFB_Frauen at the @UEFAWomensEURO in England by wearing their kit tonight vs. @England 👕 Get yours! 👉 https://t.co/rntWCifKEb#DieMannschaft #hungriGER #GERENG pic.twitter.com/hqp0yLxnyJ — Germany (@DFB_Team_EN) June 7, 2022