Belive

გენდუზის შეძენით ორი გრანდი აქტიურადაა დაინტერესებული

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის გახსნის დღე წესით და რიგით სულ უფრო უნდა ახლოვდებოდეს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. ამჟამად მსოფლიო სპორტული მედიის ყურადღება მატეო გენდუზიმ მიიპყრო. TF1-სა და GFFN-ის ცნობით ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი კლუბის დატოვებას მიმდინარე ზაფხულში გეგმავს. გენდუზის შეძენით ორი ევროპული გრანდი ინტერესდება, ესენი არიან "ბარსელონა" და "პსჟ". ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ასევე მადრიდის "ატლეტიკო" და "ინტერიც" გამოთქვამენ. Transfermarkt-ის მონაცემებით მატეო გენდუზის პირობითი სატრანსფერო ღირებულება 40.5 მილიონი ევროა. 21 წლის ნახევარმცველმა ლონდონელების რიგებში 82 შეხვედრა ჩაატარა, აღნიშნულ პერიოდში მან 1 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები