Belive

არსენალმა გენდუზი გაუშვა - ფრანგი ბუნდესლიგაში ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე სეზონიდან, მატეო გენდუზი გერმანიის ბუნდესლიგაში ითამაშებს: ლონდონის "არსენალმა" ფრანგი ცენტრალური ნახევარმცველი ბერლინის "ჰერტაში" გაანათხოვრა. 21 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანი გახლავთ, რომლის განათხოვრებაც "მეთოფეთა" ხელმძღვანელებმა ამ სეზონში მას მერე გადაწყვიტეს, რაც მიკელ არტეტასთან ურთიერთობა გაუფუჭდა. გენდუზი გერმანიის დედაქალაქში 2021 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. მის სატრანსფერო ღირებულებას Transfermarkt-ი 32 მილიონ ევროდ აფასებს. გენდუზი "არსენალში" 2018 წელს, უნაი ემერის განკარგულებით, "ლორიენიდან", 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და 82 მატჩში 1 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ლონდონელებმა ფრანგი ფეხბურთელის განათხოვრებისთანავე, მადრიდის "ატლეტიკოდან" 45 მილიონ ევროდ ტომას პარტეი შეიძინეს და ამით ბოლო სატრანსფერო ფანჯრის რეკორდიც დაამყარეს.

სხვა სტატიები