Belive

გეგუჩაძე | დინამო ბათუმმა ჩემპიონობა ყოველმხრივ დაიმსახურა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ჩემპიონატში ჩემპიონის რანგში წყალტუბოში სამგურალთან გაიმარჯვა. მთავარმა მწვრთნელმა კონკრეტული მატჩი და სეზონი შეაფასა.
„რთული სეზონი გვქონდა – გუნდი გამოდიოდა როგორც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე თასის გათამაშებასა და ევროტურნირებში. ყოველ მეოთხე დღეს ვთამაშობდით, თუ არ ჩავთვლით, იშვიათ პაუზებს. თუმცა ფინიშამდე მივედით, ერთი თამაში დაგვრჩა და მიზანს მივაღწიეთ – ამიტომ სეზონს დადებითად შევაფასებდი“, – განაცხადა გია გეგუჩაძემ.
ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა მისი გუნდისთვის საქართველოს ჩემპიონობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვფიქრობ, რომ ბათუმის „დინამომ“ ჩემპიონობა ყოველმხრივ დაიმსახურა – ფეხბურთელებით, საქმისადმი მათი მიდგომით, გულშემატკივრების მხარდაჭერით და ასე შემდეგ. ეს საერთო გამარჯვებაა“.
იგი სხვადასხვა დროს წვრთნიდა „რუსთავს“, „გაგრას“, თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და „ზესტაფონს“. ამ უკანასკნელთან ერთად 2010–11 წლების სეზონში გახდა უმაღლესი ლიგის გამარჯვებული. 2018 წლის იანვრიდანა ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელია.

წყარო: 1tv.ge

სხვა სტატიები