Belive

გიორგი გეგუჩაძე: "ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდის თამაში ვერ ვაჩვეენეთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში განცდილი პირველი მარცხის შემდეგ, "დინამო ბათუმის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი გეგუჩაძემ" "დინამო თბილისთან" წაგებული მატჩი შეაფასა. "დღეს "დინამო თბილისმა" გვაჯობა. ჩვენზე უკეთესი იყო და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რომელიც ჩემპიონობის მოსაპოვებლადაა საჭირო. თავისთავად ცხადია, რომ საკადრო პრობლემები გვქონდა და ამანაც თავისი როლი ითამაშა დღევანდელ მარცხში. გვაკლდა რამდენიმე მოთამაშე: გიორგი ნავალოვსკი, ლევან გეგეჭკორი და გუნდიდან ახალწასული ჯოვინო ფლამრიონი. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, შევეცდებით, რომ რეალობა სწორად შევაფასოთ, გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და საჩემპიონო რბოლაში დავბრუნდეთ", - თქვა გეგუჩაძემ. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე, თბილისურმა დინამომ ბათუმური გიორგი გაბედავას, ბაქარ ქარდავას და გიორგი ზარიას გოლებით – 3:1 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ლიდერობა დაიბრუნა.
ფოტო: ს.კ "დინამო ბათუმი".

სხვა სტატიები