Gazzetta dello Sport: "მილანის მთავარი მიზანი კვარაცხელიას შეჩერება იქნება"
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი სერია A-ს 28-ე ტურის ერთ-ერთი მთავარი მატჩის შესახებ წერს და ხაზს უსვამს, რომ "მილანის" მთავარი საზრუნავი "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება იქნება.
"პიოლის მთავარი მიზანი ნაპოლის უნიჭიერესი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებაა. სწორედ ამიტომ, "როსონერის" მწვრთნელი "ნაპოლის" ქართველი ტალანტის "გალიაში" გამომწყვდევაზე ფიქრობს, რომელიც პირველ მატჩში თავისი აჩქარებით გადამწყვეტი იყო.
გამოჯანმრთელებულ ფლორენცის შეუძლია კარგად გაართვას თავი ამ მოვალეობას. კვირას მისთვისაც მნიშვნელოვანი გამოცდაა. კალაბრია, ტონალი და ფლორენცი, საელემეკერსის ნაცვლად, შეეცდებიან, რომ 22 წლის ქართველი ვარსკვლავი გალიაში მოათავსონ.
იმის მიხედვით, რასაც იტალიის სერია A-ს ეგიდით გასამართ შეხვედრაში გააანალიზებს, პიოლი გადაწყვეტს, თუ რა დაუპირისპიროს კვარაცხელიას და "ნაპოლის" "სან სიროზე", უკვე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასამართი მატჩის დროს", - წერს Gazzetta dello Sport-ი.
ხვიჩა კვარაცხელიას, 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 29 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.
“ნაპოლისა” და “მილანის” შეხვედრა ნეაპოლში 2 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.