Belive

გავიმ ესპანეთის ნაკრების რეკორდი დაამყარა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' ნახევარმცველი, გავი ესპანეთის ნაკრების სამუნდიალო განაცხადში მოხვდა.

Marca-ს ცნობით, 18 წლის ფეხბურთელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ,,ფურია როხას'' ისტორიაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოიძახეს.

გავიმ სესკ ფაბრეგასის რეკორდი გააუმჯობესა - სესკმა 2006 წლის მუნდიალზე 19 წლის ასაკში ითამაშა.

მიმდინარე სეზონში ,,ბარსელონას'' ნახევარმცველის ანგარიშზე კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემაა.

ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფში კოსტა რიგის, გერმანიისა და იაპონიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.


სხვა სტატიები