გაუსაძლისი სიცხის გამო უელსის ნაკრებმა ვარჯიშის დროები შეცვალა
დოჰას გადაჭარბებული სიცხის გამო, უელსს მსოფლიო ჩემპიონატისთვის სავარჯიშო გეგმების შეცვლა მოუწია. რობ პეიჯის გუნდს დღის პირველი ვარჯიში ყოველდღიურად, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე უნდა დაეწყო, თუმცა უელსელთათვის შუადღეს ვარჯიში შეუძლებელი აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის შუა რიცხვებია, შუადღის ტემპერატურა საშუალოზე მაღალი, 30 გრადუსზე მეტია. უელსი ახლა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ივარჯიშებს და ყველა მომავალი ვარჯიში საღამოს საათებში ჩატარდება.
უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობ პეიჯმა, ასევე ირანთან მატჩზე ისაუბრა, რომელიც 25 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე უნდა შედგეს.
"შეჯიბრის ორგანიზატორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენ სიცხეში გვეთამაშა."
უელსის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფში: ინგლისის, ირანისა და აშშ-ს ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.