Belive

გატუზოს პოზიციები შესუსტდა: ნაპოლიმ შესაძლოა მწვრთნელი მალე შეცვალოს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

შესაძლოა, უახლოეს მომავალში, ჯენარო გატუზომ "ნაპოლი" დატოვოს. ინფორმაციას იტალიური სპორტული გაზეთი Football Italia Tuttosport- ის მასალაზე დაყრდნობით ავრცელებს. იტალიაში აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დაუკავშირდა რაფაელ ბენიტესს, რათა განეხილა მისი ნეაპოლში დაბრუნების შესაძლებლობა, მაგრამ, ამავე დროს იტალიურ მედიაში შეთანხმდნენ, რომ გატუზოს 10 დღე მიეცა სერია A-ში ვითარების გამოსასწორებლად, სადაც "ნაპოლი" მეექვსე ადგილზე დაქვეითდა. შეხვედრა, რომელიც მწვრთნელის მომავალს განსაზღვრავს, იტალიის თასის მეოთხედფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართება და დარჩება თუ არა გუტუზო გუნდის სათავეში, ეს დამოკიდებულია იქნება არა მხოლოდ ამ მატჩის შედეგზე, არამედ იმაზე, შეძლებენ თუ არა პრეზიდენტი და მწვრთნელი საერთო ენის გამონახვას. ნეაპოლიტანელები კოპა იტალიაზე "სპეციას" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 28 იანვარს უნდა გაიმართოს.

სხვა სტატიები