Belive

გატუზო ნაპოლის ტოვებს, მაგრამ სერია A-ში რჩება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო შესაძლოა, მიმდინარე სეზონის ბოლოს, დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს და "ფიორენტინაში" დასაქმდეს. წყაროს ცნობით, "იების" მფლობელი და 43 წლის იტალიელი სპეციალისტი მოლაპარაკებების მოწინავე ეტაპზე არიან. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც არაერთმა იტალიურმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და გატუზოს შორის კონფლიქტი უშედეგო წერტილამდე მივიდა. ამის გამო, შეჩერდა მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტზე. 30 ტურის შემდეგ, ნეაპოლიტანელებმა 59 ქულა დააგროვეს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებენ, ხოლო "ფიორენტინას" 30 ქულა აქვს და მე-15 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები